“მაქვს საფუძველი, რომ ვიყო წელში გამართული და ამაყი იმით, რასაც ქართველი ჯარისკაცი ჰქვია”

მე მართლა მაქვს საფუძველი, რომ ვიყო ძალიან წელში გამართული და ამაყი იმით, რასაც ქართველი ჯარისკაცი ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმა “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
“მე მართლა მაქვს საფუძველი, რომ ვიყო ძალიან წელში გამართული და ამაყი იმით, რასაც ქართველი ჯარისკაცი ჰქვია და რა სახელითაც ქართველი ჯარისკაცი არის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ამის საფუძველს მე ჩემი ბუნებრივი სიამაყე კი არ მაძლევს, ამის საფუძველი არის ის, რასაც მე მეუბნებიან ჩვენი პარტნიორები, როგორც ისინი ხედავენ ქართველი ჯარისკაცის გმირობას, ამის საფუძველს მე ის სისხლი მაძლევს, რომელიც დაღვარეს ქართველმა ჯარისკაცებმა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები