საქართველოს მოქალაქეებმა შესაძლოა გერმანიაში თავშესაფარი ვეღარ მიიღონ

flag of germany

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებელია გერმანიაში თავშესაფარი აღარ მისცენ. “დოიჩე ველე”-ს ინფორმაციით, ბავარიის მთავრობამ ე.წ. ბუნდესრატში განცხადება გააგზავნა, რომლითაც მოუწოდებს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ შესაბამისი განცხადება ბავარიის პრემიერ-მინისტრმა ჰორსტ ზააჰოფერმა ბერლინშიც გააკეთა.
ბავარიის მთავრობის აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფარს აღარ მისცემენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანად იქნება აღიარებული.
ბავარიის მთავრობის ინიციატივით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს გარდა უნდა მოხვდეს სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები