თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

მთაწმინდისა და კრწანისის მოსახლეობის ნაწილს დღეს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ცნობით, მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის, კრავეიშვილის და ინგოროყვას ქუჩების მცხოვრებებს.
კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, ნადიკვარის, გორგასლის, მელქაძის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები