ფეხბურთელებმა და მსჯავრდებულებმა ამხანაგური მატჩი გამართეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში საფეხბურთო კლუბ სოხუმის ,,ცხუმის“ ფეხბურთელებისა და მსჯავრდებულების მონაწილეობით ამხანაგური მატჩი გაიმართა.
ტურნირი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში ჩატარდა.
საფეხბურთო კლუბ ,,ცხუმის“ მთავარი მწვრთნელის ირაკლი ვასაძის თქმით, ასეთი შეჯიბრებების გამართვა პენიტენიურ დაწესებულებაში მნიშვნელოვანია და ანალოგიური ტურნირები სამომავლოდაც ჩატარდება.
,,კარგია, რომ დღევანდელი თამაში შედგა, რადგან ტურნირებების ჩატარება მსჯავრდებულებისთვის აუცილებელია. სამომავლოდ სხვა დაწესებულებებშიც ვაპირებთ საფეხბურთო მატჩების გამართვას“, – განაცხადა ირაკლი ვასაძემ.
მსაჯავრდებულებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებს ფეხბურთელების სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადეს. მატჩის დასასრულს სპორტსმენებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად მაისურები, ბურთები და სპორტული აქსესუარები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები