გიორგი მარგველაშვილი: სამართალდამცავი სტრუქტურები ბოლომდე აკონტროლებენ ვითარებას პანკისში
ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები ბოლომდე აკონტროლებენ ვითარებას პანკისში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც პანკისის ხეობაში ტერორისტები გადიან წვრთნებს.
მისი თქმით, პოლიტიკური ხელმძღვანელებისა და სამართალდამცავების მხრიდან ყურადღება არასოდეს მოდუნებულა.
“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები ბოლომდე აკონტროლებენ ვითარებას პანკისში, მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ – პოლიტიკური ხელმძღვანელებიც მუდმივი ყურადღებით ვართ განწყობილნი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ბუნებრივია, ეს ყურადღება არც პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არც სამართალდამცავების მხრიდან არასდროს მოდუნდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.