ვახტანგ გომელაური: პანკისში სრულიად მშვიდი ვითარებაა და იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება

„პანკისში სრულიად მშვიდი ვითარებაა და იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება“,-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
“პანკისს რაც შეეხება, იქ სრულიად მშვიდი ვითარებაა. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ იქ არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება. რაც შეეხება ახმედ ჩატაევს, ის კანონიერად გათავისუფლდა და შეცდომა იყო, თუ რა იყო, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. პასუხს ვერ გავცემთ ვერცერთ ქვეყანას, თუ რას ამზადებს ის და რას გეგმავს. თუ ჩვენ გვექნება რაიმე ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მივაწვდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პანკისის ხეობაში სიმშვიდეა და დღესდღეობით არანაირი პრობლემა არ არსებობს. როგორც სხვა ხეობებში, იქაც გრძელდება ცხოვრება”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები