„უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭო არის უმაღლესი ფორმატი, სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება და პრეზიდენტი თათბირობენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
როგორც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს ნატოსკენ სვლის პროცესი.
“ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, მოხდეს კოორდინაცია და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. მე მიმაჩნია, რომ უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები