პრემიერ-მინისტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო.
საბჭომ ორი ძირითადი საკითხი განიხილა – მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის და სხვადასხვა უწყების მიერ შესასრულებელი სამუშაო და ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა.
„საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებაზე, ნატოსთან უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით. ასევე, ვისაუბრეთ ავღანეთში, გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით, თავდაცვის მინისტრს ეთხოვა, განაგრძოს კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები