დავით ბაქრაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” დირექტორის მოადგილე თამარ მედულაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ.
სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ უმასპინძლა.
შეხვედრას პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ასევე, იმერეთის ბიუროს მოხალისეები და უფროსკლასელი მოსწავლეები დაესწრნენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ევროპულ მომავალსა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. მინისტრი, ასევე, შეეხო, ვიზის ლიბერალიზაციის კუთხით გავლილ ეტაპებსა და მოლოდინებს. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების პრიორიტეტებზეც და მისი უზრუნველყოფის თვალსაზრისით ნატოს როლზე. ღონისძიება სსიპ “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” იმერეთის რეგიონული და ცენტრალური ოფისების ორგანიზებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები