დავით სერგეენკო: გრიპით ავადობის სიხშირე მცირედითაა გაზრდილი და ეპიდემიურ საშიშროებას არ წარმოადგენს

„გრიპით ავადობის სიხშირე მცირედითაა გაზრდილი და ეპიდემიურ საშიშროებას არ წარმოადგენს“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, 5-6 დღის განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა თბილისის სასწრაფო დახმარება 3 000 გამოძახებით განტვირთა.
„ამ დაავადების სპეციფიკა არის ისეთი, რომ ყველგან ერთბაშად არ ვრცელდება. სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის სხვადასხვა ქალაქის სკოლებში აქვს გარკვეული პერიოდი. მაგალითად, როდესაც გაჩნდა მაღალი ავადობა თბილისში, ერთი კვირის შემდეგ იგივე განმეორდა ქუთაისში. ამ სიტუაციაში მეცნიერულად დადასტურებული მიდგომაა, რომ ერთდროულ შეწყვეტას, არათუ აზრი არ აქვს, არამედ შეიძლება ჰქონდეს რისკები. შესაბამისად, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჩვენ წინასწარ გადავდგით ეს ნაბიჯი და იმ სკოლებსა და ბაღებში, სადაც 20 პროცენტზე მეტი იყო ავადობა, სწავლა სამი დღით შევაჩერეთ, იმიტომ ეს არის საშუალო ინკუბაციური პერიოდი”, – განაცხადა დავით სერგეენკომ და დაავადებით 6 ადამიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
მისივე ინფორმაციით, გრიპის ვირუსით საშუალო სიკვდილიანობა ბოლო წლების განმავლობაში 10-12 შემთხვევას შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები