დავით სერგეენკო: დღეს პაციენტები ხელმისაწვდომ მედიკამენტებს მიიღებენ
დღეს პაციენტები რესპუბლიკურ საავადმყოფში ხელმისაწვდომ მედიკამენტებს მიიღებენ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ხელმისაწვდომი მედიკამენტების შემოსვლასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, იაფ მედიკამენტებზე მიწვდომადობის პროექტი მრავალფაქტორიანია.
“მიჭირდა, კონკრეტული თარიღი მეთქვა, თუმცა ახლა შემიძლია, კონკრეტული თარიღი გითხრათ, რომ დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები და დღეს თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის დაგეგმილი პირველი აქტივობა. ეს იქნება მზარდი აქტივობები. დღეს პირველი პაციენტები მიიღებენ უკვე ამ ხელმისაწვდომ მედიკამენტებს”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანა იყო სისტემის შექმნა, რომელსაც 2 კომპონენტი ექნებოდა. პირველი – ხარისხის კონტროლი და მეორე -კონკურენციის უზრუნველყოფა.
“ამ ნაბიჯებმა გამოიღო შედეგი და შემიძლია გითხრათ, რომ დიახ, დღეს იწყება, როცა გამოჩნდა ერთი კომპანია და კონკრეტულ ქმედებეს იწყებს. იმედი მაქვს, ეს ერთადერთი არ იქნება და კონკურენციის გახსნა დადებით გავლენას მოახდენს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.