შშმ პირთა უფლებების მხარდამჭერი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი რატი იონათამიშვილი პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერა, თვითვმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე გამომსვლელებმა შშმ პირთა თემისა და ადგილობრივი თვითმმართველოსბის ამოცანებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს და ასევე კვლევებისა და მონიტორინგის ანგარიშების პრეზენტაცია წარმოადგინეს.
დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე, საკითხში ჩართულობასა და პასუხისმგებლობებზე ისაუბრა. საკრებულოს წევრმა სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი აქტიურობა და ჩართულობა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს , შშმ პირთა კეთილდღეობისა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გარანტს წარმოადგენს. რატი იონათამიშვილის განცხადებით, 2016 წლიდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირების გეგმის განხორციელებას იწყებს. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება და 200-მდე ადაპტირებული ავტობუსის ჩამოყვანაა დაგეგმილი.
ცნობისთვის, წარმოდგენილი პროექტი ევროკავშირისა და ფონდის ,,ღია საზოგადოება საქართველოში’’დაფინანსებით განხორციელდა და მისი შემაჯამებელი ღონისძიება ,,ჰოლიდეი ინნ’’-ში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები