საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი განიხილეს, რომელიც ქვეპროგრამების – ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსებისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის განხორციელების წესებს ეხებოდა.
ასევე იმსჯელეს სხვადასხვა მისამართზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებაზე მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
საკითხები კომისიის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ წარუდგინა. გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე ასევე მოუსმინეს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს კობა ჭამპურიძეს, რომელმაც M2 კატეგორიის ავტობუსებით საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე ისაუბრა. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილმა საკითხებმა დადებითი რეკომენდაცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები