„დელტას“ აქვს იდეა, როგორ გადაარჩინონ ადამიანი, რომელიც წყალში იხრჩობა“

„თბილისის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ აქვს იდეა, როგორ გადაარჩინონ ადამიანი, რომელიც წყალში იხრჩობა“, – განცხადება ამის შესახებ ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ალადაშვილის მიხედვით, ადამიანის გადარჩენის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს უპილოტო შოუმფრენი „დრონი“ შეასრულებს.
„დელტას“ აქვს იდეა, როგორ გადაარჩინონ ადამიანი, რომელიც წყალში იხრჩობა. მაშველებს ექნებათ საშუალება, ააწყონ „დრონი“. ეს პატარა უპილოტო შოუმფრენია, რომელზეც ჩამოკიდებული იქნება სამაშველო რგოლი. როდესაც ნაპირიდან დაინახავენ, რომ ადამიანი წყალში იხრჩობა, არ შევლენ წყალში, გაუშვენებ „დრონს“, „დრონი“ 1,5- ან 2 წუთში ჩამოეკიდება იმ ადამიანის თავზე, ვინც იხრჩობა და ჩაუგდებს მას მაშველს, რომელიც მიბმულია თოკით ნაპირთან. გამოქაჩავენ და გამოიყვანენ ამგვარად“,- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები