საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებს განსახილვევლი საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ წარუდგინა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ.# 15-ში მდებარე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით და ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაცვლის ფორმით პრივატიზებას მისცეს თანხმობა.
დღესვე ტექნიკური ცვლილება განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ წესშიც. სხდომას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი კობა ჯამპურიძე და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები