სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის და ტემპერატურის მატების გამო, ზვავსაშიშროებაა, რის შედეგადაც, გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისათვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:
- სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
- თოვლის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-სტეფანწმინდის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
- გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გადაადგილების რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
- ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
- ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, 27 იანვარს გვიან ღამით აიკრძალა.