რესტორან “მზიურში” პოლიციამ 5 პირი დააკავა

გორში, რესტორან „მზიურში“ მომხდარი ინცინდენტის გამო პოლიციამ 5 პირი დააკავა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ჩხუბის მონაწილეებმა პატრულის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
,,საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდეს, აღნიშნულმა პირებმა პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა და ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარედგინათ”, – აღნიშნა პრესსამსახურის თანამშრომელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები