გიორგი კვირიკაშვილი: ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ჩამოყალიბებული ტრადიცია გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ჩამოყალიბებული ტრადიცია და წესები გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საუბარია ძირითადი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, როგორიცაა ავტობანი და რამდენიმე გზა, მათ შორის, მცხეთა-ლარსის, ქუთაისი-სვანეთის დამაკავშირებელი, ასევე, რუსთავი-სადახლო, რუსთავი-წითელი ხიდის გზები.
“ანუ ის ჩონჩხური ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში აუცილებელია, რომ ბიზნესი განვითარდეს და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის რეალიზება მოხდეს. ამ პროექტების მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში შესრულებაზეა საუბარი”, – განაცხდა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ის გადის კონსულტაციებს სხვადასხვა კომპანიასთან, საინჟინრო წრეების წარმომადგენლებთან და ამაზე უახლოს პერიოდში უფრო კონკრეტულად ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები