გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა, – ამის შესახებ კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საღამოს 8 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 23805 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 33,13 პროცენტს შეადგენს.
ცესკოს სატელეფონო საინფორმაცო ცენტრში შევიდა 38 ზარი, რომლებიც ძირითადად ამომრჩეველთა მიერ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას ეხებოდა.
“კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. თუმცა დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხასიათის ხარვეზები. რომელთა უმეტესობა დროულად აღმოიფხვრა. ამ დროისთვის, ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებში დაიწერა 22 საჩივარი. მათი უმრავლესობა პროცედურულ საკითხებს შეეხება. ხოლო 1 საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები