კახა კოჟორიძე პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროკურატურის წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის თემა სისტემურ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებული საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობა იყო.
პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს და აცხადებს, რომ დიალოგი საინტერესოდ წარიმართა.
,,შეხვედრისას მთავარი საკითხი იყო თუ რამდენად სრულყოფილად მიმდინარეობს გამოძიება სისტემურ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კითხვაზე პასუხი მოითხოვს პროკურატურაში არსებული ინფორმაციის კომპლექსურ დამუშავებას. რაც, მიმაჩნია, რომ აუცილებლად გასაკეთებელია, რათა საზოგადოებას უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნას – გაეცა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მასშტაბის პასუხი. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ საქმეთა მოცულობიდან გამომდინარე აუცილებელია, გაიზარდოს იმ დეპარტამენტის ფინანსური და საკადრო რესურსი, რომელიც აღნიშნულ სააქმეებზე მუშაობს“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
 
როგორც პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია უკვე გამოძიებულ აღნიშნული ტიპის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები.
 
შეხვედრისას მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
 
შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ სისტემურ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით მის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურისგან საჯარო პასუხები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები