პრემიერი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის საკრებულოს შენობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშორებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა უმასპინძლა. როგორც თამარ ქალდანმა აღნიშნა, ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების მასშტაბური ხასიათისა და თანმდევი რისკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებებისა და მექანიზმის შესახებ. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საქართველოში უკვე მესამე წელია აღნიშნავს.
ღონისძიებაზე ინსპექტორის აპარატის მიერ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით გამართული ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. კონკურსში 60-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა, რომლებმაც პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე სხვადასხვა ნამუშევარი წარმოადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები