ირაკლი კობახიძე: გარდაბანში “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა მოაწყვეს პროვოკაცია

“ქართული ოცნების”  მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გარდაბნის #2-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტის პროვოცირება “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა განახორციელეს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“თავისუფალი ზონის” წარმომადგენლებმა მოაწყვეს პროვოკაცია. ჩვენს ერთ-ერთ მხარდამჭერს გაუტეხეს მანქანა, რასაც მოჰყვა ინციდენტი, შეკამათება, გაწევ-გამოწევა და ფიზიკური შეურაცხყოფა. სიტუაცია ამ დროისათვის დასტაბილურდა. იარაღს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით, პოლიცია არის ადგილზე მისული, ატარებს მოკვლევას. ეს იყო პროვოკაცია, რომელიც მომდინარეობდა კონკრეტულად “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლების მხრიდან”, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები