დავით უსუფაშვილი უშიშროების საჭოს სხდომას დაესწრება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხვალ, უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უშიშროების საბჭოს მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.
“აბა რას ვიზამ?! უშიშროების საბჭოს სხდომა თუა და თუ ცოცხალი ვარ, მე მგონი, ქვეყანას სჭირდება გაფრთხილება, ქვეყნის უსაფრთხოება და უშიშროება არის ნომერ პირველი ამოცანა. ამიტომ უშიშროების საბჭოს მუშაობა არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები