დავით საგანელიძე „რაკია ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა

“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში “რაკია ჯგუფის” წარმომადგენლები მიიღო.
“საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, შეხვედრას ფოთის ინდუსტრიული ზონის დირექტორი დეივიდ ბარკერი ესწრებოდა.
“რაკია ჯგუფის” მენეჯმენტმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან ფოთის ინდუსტრიული ზონის განვითარების შესახებ ისაუბრა. ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მათი სამოქმედო გეგმა და მიზნები გააცნეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო “რაკია ჯგუფის” მიერ დასახულ საინვესტიციო პროექტებს. მხარეებმა “საპარტნიორო ფონდის” მხარდაჭერის შესაძლებლობებიც განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები