მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

2016 წლის 26 იანვარს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელთან – კრისტიან ვიგენინთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიგენინიმ ეუთო-ს სახელით მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ქართულ მხარეს აღუთქვა, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს ჟენევის მოლაპარაკების პროცესში აქტიურ და კონსტრუქციულ საქმიანობას.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ხაზი გაესვა ჟენევის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თბილისში დაგეგმილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის ორგანიზების საკითხი.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. შეხვედრაზე მინისტრმა დაადასტურა არჩევნების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო დამკვირვებლების მიღების მზადყოფნა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოში ბოლო წლების მანძილზე არჩევნების ჩატარების კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან ერთად დამკვირვებლების ძლიერი გუნდით იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო არჩევნებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები