ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლის გახანგრძლივებას ითხოვს
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შენგენის ზონის ფარგლებში სასაზღვრო კონტროლის გახანგრძლივებას ითხოვს, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ველტი“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მიგრაციული კრიზისის ფონზე, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი საბერძნეთს შენგენის ზონიდან გარიცხვით დაემუქრა. საბერძნეთი ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია, რომლის გავლით, მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ჩადიან.

როგორც გამოცემა წერს, სასაზღვრო კონტროლის გახანგრძლივებისთვის საჭირო პროცედურების ინიცირება, შესაძლოა, უკვე მომავალ ორშაბათს, ამსტერდამში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდეს.