ქვემო ქართლში წიაღით უკანონოდ სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა წიაღით უკანონოდ სარგებლობის და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის ფაქტი გამოავლინეს.
“თბილისის შემოვლითი გზის 25-ე კილომეტრის მიმდებარედ, სამართალდამრღვევმა სათანადო ლიცენზიის გარეშე მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული ქვიშა-ხრეში. მან ასევე მოახდინა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილება.
დაანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს“,- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები