რაგბის კავშირში დღეს გია ნიჟარაძის შემცვლელს აირჩევენ

რაგბის ქართული ოჯახი დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს. სრკ-ს საერთო ყრილობაზე გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე წარდგენილია 2 კანდიდატი: გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე.
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში 13 საათზე დაიწყება.
სრკ-ს დღევანდელ ყრილობას, წინ ჩაშლილი არჩევნები უძღვოდა. რეფერენდუმი, რომელიც გასული წლის 25 დეკემბერს უნდა გამართულიყო დარეგისტრირებული 2 მეტოქეს, გია ნიჟარაძისა და ირაკლი აბუსერიძის მიერ კანდიდატურების მოხსნის გამო ჩაიშალა. ახლადარჩეული პრეზიდენტი საქართველოს რაგბის კავშირს 4 წლის განმავლობაში ჩაიბარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები