როდემდე შენარჩუნდება თოვლიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-26 იანვარს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია -1, +4 გრადუსის ფარგლებში. 26-27 იანვარს კი, ღამის მინიმალური ტემპერატურაც დაიკლებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს თოვლიანი ამინდი საქართველოს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში შენარჩუნდება.