ირაკლი შოთაძე: ის საქმეები, რომლებიც ფირცხალავამ დაასახელა, გაუხსნელია, ამ დანაშაულებს გამოვიძიებთ

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ გახმაურებული დანაშაულები დღემდე გაუხსნელია. როგორც ირაკლი შოთაძემ ზუგდიდში, პროკურორ ვახტანგ ქირიას დაკრძალვის შემდეგ განაცხადა, მთავარი პროკურატურა ამ გაუხსნელ საქმეებს გამოიძიებს.
“ის საქმეები, რომლებიც ფირცხალავამ დაასახელა, გაუხსნელია. მათზე იმ დროს, როდესაც ეს ფაქტები მოხდა, ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, მიზეზთა გამო, რომელსაც ვერ ჩავუღრმავდები, ეს დანაშაულები გაუხსნელია. ამ დანაშაულებს, რა თქმა უნდა, გამოვიძიებთ. ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭიროა იმ საქმეებზეც ჭეშმარიტების დასადგენად”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ 22 იანვარს სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის დირექტორობის პერიოდში, მას გააჩნდა აღნიშნული მკვლელობების შესახებ ინფორმაცია. ფირცხალავამ აღნიშნა, რომ კვალი, სამივე მოკლულის შემთხვევაში, ბიძინა კუჭავაზე გადიოდა, რომელიც პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაშია ბრალდებული და რომელმაც, როგორც ცნობილია, თავი მოიკლა. ფირცხალავამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ პროკურატურას ძველ საქმეებზე ჩვენება მისცეს.
ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ სააპელაციო სასამართლოში 2007 წელს გოჩა მაღალდაძის და 2009 წელს ნინუების მკვლელობის საქმეებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები