მიხეილ შაყულაშვილი: ცოტა ხანი უნდა გვაცალოთ და საზოგადოება დარწმუნდება იმ რეალობაში, რაც მოხდა

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის სამსახურებრივზეც, – ამის შესახებ თბილისის პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა განაცხადა, რომელიც ზუგდიდში, ქირიას ოჯახში მისასამძიმრებლად მივიდა.
“ამ ეტაპზე მოტივზეც, დამატებით დეტალებზეც ვმუშაობთ. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა ცოტა ხანი უნდა გვაცალოთ, ყველაფერი მონახავს თავის ადგილს და საზოგადოება დარწმუნდება იმ რეალობაში, რაც მოხდა. სავარაუდო მოტივზე რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, აუცილებლად გამოიკვეთება. სამსახურებრივს უკავშირდება თუ არა, მაგაზეც ვმუშაობთ, არასამსახურებრივზეც, ყველანაირ ვერსიაზე”, – განაცხადა შაყულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები