უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, მოქალაქე აშრაფ ალიევი დააკავეს.
როგორც “კვირას” საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საბაჟო – გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის მიზნით შემოიტანა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.