ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანის „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა 10:00-დან 18:00 საათამდე რუსთაველის გამზირის აბონენტებს შეეხება.
ელექტროენერგია 11:00-დან 12:00 საათამდე დოლიძის ქუჩის, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე დიღმის მასივის VI კვარტლის აბონენტებს გაეთიშება.
11:00-დან 17:00 საათამდე, ორი საათის მონაცვლეობით, ენერგომომარაგება სოფელი დიღმის ნაწილს და დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონებს არ მიეწოდება.
შეზღუდვა 11:00-დან 18:00 საათამდე გორგასლის, საადის, ბეთლემის, სამღებროს, თუმანიანის და კოტე აბხაზის ქუჩებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები