“ოპონენტების მცდელობის მიუხედავად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არც ერთი ის შესწორება არ მოხვდა, რომლის შეტანას ისინი ცდილობდნენ”

ოპონენტების დიდი მცდელობის მიუხედავად, თავიდან ბოლომდე ჩავარდა ის 17 დამატება, რომლითაც იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნისთვის ნეგატიური შეფასებები მიეცათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
კვაჭანტირაძის თქმით, დოკუმენტი ძალიან პოზიტიურია.
“ევროპარლამენტის რეზოლუცია ერთმნიშვნელოვნად ძალიან დადებითი დოკუმენტია, რომელიც აღნიშნავს და ხაზს უსვამს საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინისა და მოლდოვას პროგრესს. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს მთავრობის მიღწევები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობის პერიოდში განხორციელდა. გამოთქმულია პრევენციული ხასიათის მოსაზრებები, რომლის მიზანია, როგორც ჩანს, მედიასთან დაკავშირებული თავისუფლების უზრუნველყოფა და სასამართლო სისტემის რეფორმის სრულყოფილი განხორციელება. გარკვეულწილად ჩანს, რომ რეზოლუციის ზოგიერთი დებულება ცოტა მოძველებულ ინფორმაციას ეფუძნება, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით. მაშინ, როცა ევროკომისარი იოჰანეს ჰანი თავის გამოსვლებში აღნიშნავს ერთს და რეზოლუციაში ცოტა განსხვავებული ტექსტი ხვდება, ეს ჩვენს გაკვირვებას იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში დოკუმენტი ძალიან პოზიტიურია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ოპონენტების დიდი მცდელობის მიუხედავად, თავიდან ბოლომდე ჩავარდა ის 17 დამატება, რომელიც მათი დიდი მეცადინეობით იყო მომზადებული და რომლითაც იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნისთვის ნეგატიური შეფასებები მიეცათ”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები