ირაკლი კაკაბაძე 100 ლარით დაჯარიმდა

საქალაქო სასამართლომ, წვრილმანი ხულიგნობის გამო, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე 100 ლარით დააჯარიმა.

სასამართლომ 2014 წლის 25 დეკემბერს უმაღლეს საბჭოსთან მომხდარი შემთხვევა განიხილა. როდესაც ირაკლი კაკაბაძე ბეჟან გუნავასთან ერთად დააკავეს, მან უმაღლეს საბჭოსთან გამართულ აქციაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სააპელაციო სასამართლოს ახლად არჩეულ ადმინისტრაციული პალატის მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს. რაც შეეხება ბეჟან გუნავას, მის შემთხვევაში საქმე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ფაქტზეა აღძრული და სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები