იანოშ ჰერმანი: საქართველოს პროგრესი შთამბეჭდავია
ევროპარლამენტში დისკუსიის დროს აღიარეს ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
როგორც ჰერმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს პროგრესი შთამბეჭდავია, რაც საკმაოდ ბუნებრივია.
“ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხს დიდი ყურადღება დაუთმო. დისკუსიის დროს აღიარეს ის პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია. საქართველოს პროგრესი არის შთამბეჭდავი და, ვფიქრობ, ეს საკმაოდ ბუნებრივია. იყო საუბარი იმ სფეროებზეც, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. ეს სფეროები ახალი არ არის და მათ შესახებ თქვენ საკმაოდ კარგად იცით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მოსამართლეების დამოუკიდებლობის მნიშვნელობასაც”, – განაცხადა ჰერმანმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს კონკრეტული სფეროებისთვის ყურადღების მიქცევას.