ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანის მდგომარეობა კრიტიკულია

საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მცირეწლოვანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
4 და 5 წლის ძმები თბილისში, იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოდან გუშინ გადაიყვანეს.
4 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. იგი სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში სუნთქვით აპარატზეა მიერთებული. 5 წლის ბავშვის მდგომარეობა კი სტაბილურია.
ამის შესახებ „კვირას“ იაშვილის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საღამოს სოფელ გომბორთან, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შედეგად ერთი ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახი თელავიდან თბილისში მიემგზავრებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მსხდომი რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი ქალბატონი კი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალბატონი ორი მცირეწლოვანის დედა იყო, თუმცა როგორც „კვირას“ საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში განუცხადეს, გარდაცვლილი ქალბატონი პატარების ბებიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები