გარდაბანში ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას და კუმისის მიმდებარედ ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევები გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს. ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.