თბილისში ბუნებრივი აირით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გაიგუდა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალბატონი ორსულად იყო.
“კვირას“ ინფორმაციით, ცოლ-ქმართან კონტაქტი ვერ მოხერხდა და მეზობლებმა სამაშველო სამსახურში დარეკეს. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კარი შეამტვრიეს, მათ ადგილზე გარდაცვლილი ცოლ-ქმარი დახვდათ.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.