გიორგი კვირიკაშვილი: დღეს საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ძლიერია, როგორც არასდროს

დღეს საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან ძლიერია, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უცხოელი ჟურნალისტთან, აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, „ღია კარის“ პოლიტიკას, რომელიც ნატომ 2015 წლის დეკემბერში გამართულ მინისტერიალზე დააანონსა, საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისივე განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში კარგი სტიმული იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, გააგრძელოს რეფორმების მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები