საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია სესიაზე – Eurasia and the Modern Silk Road. გიორგი კვირიკაშვილი ასევე, მონაწილეობას მიიღებს “მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში”, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები, დაესწრება სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით: “შეხვდი ევროკომისიას” და “მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი დღის წესრიგი”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რიგით 46-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად დავოსში 20 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან პირისპირ შეხვედრებსაც მართავს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, შვეიცარიას 22 იანვარს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები