თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 09:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ბედიას, მინდელის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, შავგულიძისა და ეულის ქუჩების აბონენტებს შეეხება.
დროის აღნიშულ მონაკვეთში შუქი თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, ქავთარაძის, მარიჯანის, ჩახავას და ნუცუბიძის ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 09:00-დან 18:00 საათამდე ასევე, დაბა წყნეთის, ბაგების სატყეო უბნისა და იმედაძის ქუჩის აბონენტებს შეეზღუდება.
ავარიის პრევენციის მიზნით, 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტრომომარაგება ვაშლიჯვრის დასახლებას, ხოლო 11:00-დან 15:00 საათამდე ინწკირველის, კახიანის, ურიდიას, წაღვერის, ძმობის, ქებურიას, კისისხევის, წრომის, მუშათა, უიარაღოს, მესხის, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, ღუდუშაურის, დადიანის, მიქატაძის, ჩხიკვაძის, მახალდიანის, კიკნაძის და სტურუას ქუჩებს შეუწყდება.
11:00დან 17:00 საათამდე შუქი სამგორის დასახლების, ლაღიძის, წულუკიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების აბონენტებს გაეთიშება.