ვაჟა ფანჩულიძე რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე რიკოთის უღელტეხილზე შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უღელტეხილზე გზა ინტენსიურად იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება.
ამ დროისათვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135-კმ156 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოებისა და მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დაწესებული შეზღუდვები ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებისათვის, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მოიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები