გურიაში “ლიბერთი ბანკი” გაქურდეს – წაღებულია 28 ლარი

გურიაში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კონჭკათში გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურდებმა ბანკიდან 28 ლარი წაიღეს. ბანკის ფილიალი კი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარეობს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება შეტყობინებისთანავე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის,მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები