ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სოფლებში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

გურიაში ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა.
უკანონო ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს გურიის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა აღკვეთეს. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნინოშვილსა (2 ფაქტი) და ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში (1 ფაქტი) მოქალაქეებმა მოახდინეს მათ მიერ უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქნის ტრანსპორტირება. შედგა შესაბამისი ოქმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები