გიგლა აგულაშვილი ეროვნულ საშენ მეურნეობას ეწვია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეროვნულ საშენ მეურნეობაში იმყოფებოდა. მინისტრმა დაათვალიერა მეურნეობის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, წითელი ნუსხის სახეობების ნერგები ღია გრუნტსა და სათბურში, ასევე ტერიტორიები, რომლებიც გამოიყო ვოლიერებისა და დამხმარე ნაგებობების მოსაწყობად. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის დროს განხილულ იქნა ველური ფაუნის ადგილობრივ სახეობათა სადედე ეგზემპლარებისა და სხვა მოსაშენებელი მასალის მოპოვება, შეძენა, მოშენების პრობლემატიკა და გამოწვევები; დაისახა სამომავლო გეგმები და ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები