შსს-ს მომსახურების სააგენტო: 5 და 6 იანვარს სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 5 და 6 იანვარს სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ გამოცხადებულ უქმე დღეებში – 5 და 6 იანვარს სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში, 09:30 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს”,- წერია ინფორმაციაში.