მაკა ბოჭორიშვილი: ევროპული ბიუროკრატია არა საქართველოს ინტერესების, არამედ ევროპული ინტერესების დაცვისგანაც კი დაცლილია

“დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას თუ შევხედავთ, თავისი ქმედებებით საქართველოსთან მიმართებით სრულიად დაცლილია პრაგმატიზმისგან. არაფერი იძებნება ევროპული ინტერესის, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ გლობალურად”,- ამის შესახებ საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს სჭირდება.

„ევროპული ბიუროკრატია არა საქართველოს ინტერესების, არამედ ევროპული ინტერესების დაცვისგანაც კი დაცლილია, რაც ნამდვილად უარყოფითად მოქმედებს ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოსთან. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება ევროკავშირი, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც სჭირდება ევროკავშირს სწორედ საკუთარი ინტერესების დასაცავად, როგორც უსაფრთხოების, ასე ეკონომიკური კუთხით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები