“რა, რა და “ნაციონალურ მოძრაობას” ადამიანის უფლებების თაობაზე და ბიზნესის შესახებ საერთოდ ხმაც არ აქვს ამოსაღები” – გორდულაძე

“რა, რა და “ნაციონალურ მოძრაობას” ადამიანის უფლებების თაობაზე და ბიზნესის შესახებ საერთოდ ხმაც არ აქვს ამოსაღები”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

ის სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე საუბრობს.

“ყოველთვის, როდესაც ე.წ. ექსპერტებს თუ ე.წ. ბიზნესმენებს შევხედავთ, მათ უკან და საქმიანობაში ყოველთვის დგას “ნაციონალური მოძრაობა.” ზუსტად იგივე არის დისტრიბუტორთა ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელების შემთხვევაში და იმ ე.წ. ბიზნესმენების კუთხით, რომლებიც ამბობენ, რომ მაგალითად, დღგ-ს გადასახადი მაღალია და ამიტომ არის მაღალი ფასებიო და თავიანთ მარჟებსა და მოგების წილებზე საერთოდ არ საუბრობენ. ანუ სახელმწიფომ უნდა იზარალოს, ბიუჯეტში არ უნდა შევიდეს შემოსულობა, რომელიც ისევ და ისევ ხალხის თანხებია. ისევ ხალხისგან უნდა ამოიღონ დამატებითი თანხები, რომ თავიანთი მოგება და ჯიბეები გაისქელონ, და ამის გასაჯაროებაც კი არ უნდათ.

ცალკე საკითხია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბიზნესთან დაკავშირებით საუბრობს. რა, რა და “ნაციონალურ მოძრაობას” ადამიანის უფლებების თაობაზე და ბიზნესის შესახებ საერთოდ ხმაც არ აქვს ამოსაღები. გვახსოვს ჩვენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ანტიმონოპოლიურ საკითხებთან დაკავშირებული მუხლი საერთოდ ამოიღეს, შემდეგ ხელში ჩაიგდეს ყველა ბიზნესი, მონოპოლიურად მართავდნენ ყველა სექტორს და რა თქმა უნდა, საკუთარი თავების დამჭერები ისინი არ იყვნენ,” – ამბობს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები