პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურორი ბესიკ ქვარცხავა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ფატმან ჟვანია ზუგდიდის N2 საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის წარმომადგენლებმა მოზარდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.

შეხვედრის ფარგლებში, პროკურორმა ასევე ისაუბრა იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებზე, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები